გარე დაკვირვება

 გაკვეთილის გეგმა N 1
 ასწავლებლის სახელი, გვარი: თამარ კობზონაძე
პირადი ნომერი: 04001002018
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური: საბაზო / კლასი: მერვ
მოსწავლეთა რაოდენობა: 3 ;  სსსმ მოსწავლე __ არ არის.
გაკვეთილის თემა: რაც მტრობას დაუნგრევია__ ნოდარ დუმბაძე „ბოშები“  
მიზანი:
  მოსწავლე შეძლებს ტექსტის იდეურ-მხატვრულ ანალიზს (ამოიცნობს მხატვრულ ხერხებსა და ენობრივ საშუალებებს,გამოკვეთს მნიშვნელოვან დეტალებს, დასვამს ფაქტობრივ და სააზროვნო შეკითხვებს, შეაჯამებს მთავარ სათქმელს და გამოთქვამს ვარაუდს) ,  შეძლებს კოგნიტური სქემების შევსებას,  გაეცნობა და შეისწავლის ახალ ლექსიკურ ერთეულებს

მოცემული გაკვეთილის თემა და მიზანი ზუსტად შეესაბამება მერვე კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; საკითხის სწავლება თემატურ-კალენდარული გეგმით და საგნობრივი პროგრამის მოთხოვნითაც შესაბამისია მერვე კლასის მოსწავლეებისათვის.


N

აქტივობის მიზანი და აღწერა

 გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო
1.
გაკვეთილის თემის, მიზნისა და
შეფასების რუბრიკის გაცნობა


საუბარი
საერთო საკლასო
პოსტერი
1წთ.
2.
მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვას:
„რა ვიცით ბოშების შესახებ?“ შემოთავაზებულ პასუხებს წერს დაფაზე
გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი
2წთ.
3.
ახლი ლექსიკური ერთეულების გაცნობის მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტავს მოთხრობაში მოცემულ სიტყვებს (გაღლეტილი, ფილთა თოფი, ჩახმახი, მაცნე მოედო, დაბორკვა, ქურა, გრდემლი,ჯალაბი, კერკეტა ნიგოზი, ხვალიზა მეიტიეთ)

სალექსიკონო მუშაობა
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო და წინასწარ მომზადებული პოსტერი განსამარტი სიტყვებით
1წთ.
4.
მცირე შესავლის შემდეგ, ტექსტის გაცნობის მიზნით, მასწავლებელი იწყებს კითხვას, პარალელურად აკეთებს კომენტარს, სთხოვს მოსწავლეებს წინასწარვე მოიმარჯვონ ფანქრები და მონიშნონ მხატვრული ხერხები და საინტერესო დეტალები ტექსტში.
მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ მათ მიერ მონიშნული სიტყვა თუ ფრაზა და ახსნან რა მოინიშნეს და რატომ.
 ეპითეტი, შედარება.( ბოშების დასახასიათებლად  მოხმობილი ეპითეტები და შედარებები) წაკითხულის შესაჯამებლად მასწავლებელი სვამს კითხვებს:   
      1)  ვინ გვიამბობს ამბავს?
      2)     რის გამო დაიახლოვეს ბოშებმა ბიჭი?
       3)  მოძებნეთ ტექსტში ადგილი, სადაც ჩანს მთხრობელის დამოკიდებულება ბოშების მიმართ თავიდან და შემდეგ.
     4)  იპოვეთ ტექსტში ჩართულის მაგალითები და იმსჯელეთ მის დანიშნულებაზე.
საჩვენებელი კითხვა კომენტირებით;

მარკირებით კითხვა.
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო _
„გურიაში ბოშებს ჩაჩნებს ან ციგნებს ეძახიან... რუსულის მცოდნე ბიჭის აღმოჩენა, რომ კინაღამ მიშვილეს“
ფანქარი
10წთ.
5.
მხატვრულ თავისებურებებზე დაკვირვებისა და ტექსტის უკეთ გაგება-გააზრების მიზნით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ შემდეგი მონაკვეთი, ყურადღება მიაქციონ და ფერად საწებ ფურცლებზე ამოიწერონ მნიშვნელოვანი დეტალები, დიალექტურ ფორმები, უტაქტო დამოკიდებულების გამომხატველი ზმნები, ჩართული სიტყვა-გამოთქმები და მხატვრულ ხერხები.
მარკირებით კითხვა
ჯგუფური
სახელმძღვანელო _ „ბოშებს თავის მხრივ... მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო.“ ფანქარი
5წთ.
6.
მხატვრული ხერხების, დიალექტური ფორმების, საკვანძო სიტყვების  ამოცნობისა და ცოდნის გააქტიურების მიზნით, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წარმოადგინონ ტექსტიდან ფერად საწებ ფურცლებზე ამოკრებილი მნიშვნელოვანი დეტალები, დიალექტური ფორმები, უტაქტო დამოკიდებულების გამომხატველი ზმნები, ჩართული სიტყვა-გამოთქმები  და მხატვრული ხერხები,  მიაკრან წინასწარ მომზადებულ ფლიპჩატზე და ისაუბრონ მათ დანიშნულებაზე.
პრეზენტაცია
ჯგუფური
სახელმძღვანელო, კალამი, ფერადი საწები ქაღალდი, ფლიპჩატი.
5წთ.
7.
ტექსტის უკეთ გააზრებისა და პერსონაჟთა ხასიათის ამოცნობის მიზნით, მასწავლებელი ბავშვებს აჩვენებს ეპიზოდს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმიდან „ჩემი ბოშები(9.00-14.00)რეჟისორი ლეილა გორდელაძე, სთხოვს ყურადღება მიაქციონ პერსონაჟთა ქცევას, რათა შემდეგ შეძლონ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა.
როგორი ხასიათისა არიან ბოშები?
როგორ ხასიათს ავლენს ბებია? ბავშვები?  ტექსტის მიხედვით, გურული დედაკაცები? რომელი დეტალები დაუმატებია რეჟისორს ამბისათვის?
ფილმი გაკვეთილზე
საერთო საკლასო
ვიდეორესურსი, კომპიუტერი,  პროექტორი
8წთ.
8.


შესწვლილი  მასალის შეჯამების მიზნით მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს შეავსონ სქემა ( დასვან ფაქტობრივი და სააზროვნო კითხვები ეპიზოდის შინაარსთან დაკავშირებით და გასცენ სავარაუდო პასუხი , გამოთქვან ვარაუდები მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ და შეაჯამონ ეპიზოდის მთავარი სათქმელი) და წარმოადგინონ აუდიტორიის წინაშე.(დანართი 2)
პრეზენტაცია
ჯგუფური
ფლიპჩატზე დატანილი კოგნიტური სქემა, მარკერი
10წთ.
9.
მოსწავლეთა შეფასების მიზნით მასწავლებელი შეახსენებს კლასს წინასწარ გამოკრულ  შეფასების რუბრიკას, რომლის მიხედვითაც შეაფასებს მოსწავლეებს (დანართი1)
შეფასება
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკა
2წთ.
10.
ახსნილი მასალის უკეთ გაზრებისა და მიღებული ინფორმაციის გამოყენების მიზნით, მასწავლებელი საშინაო დავალებად აძლევს მოსწავლეებს დაუსვან შეკითხვები პერსონაჟებს - მთხრობელს, ბოშებს და გურულ დედაკაცებს.
ინტერვიუ პერსონაჟთან
ინდივიდუალური
საშინაო დავალების რვეული
1წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები( მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე.   

.  დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე;
.  აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემული ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას.

ქართ. VIII.8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
. ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას და ხსნის მათ დანიშნულებას ;
. ამოიცნობს ავტორის მიერ მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას ( დიალექტურ ფორმებს)
 ქართ. VIII. 9. - მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება
. იყენებს მარკირების სისტემას
.იყენებს გრაფიკულ ცხრილებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გამოსაკვეთად.
დანართი 1.
                                               შეფასების რუბრიკა:                                                                                                    

კრიტერიუმები
სანიმუშოდ
კარგად
საშუალოდ
აფასებს ტექსტის მხატვრულ ღირებულებას, ამოიცნობს და განმარტავს ენობრივ და მხატვრულ საშუალებებს.




გამოთქვამს ვარაუდს მოქმედების შესაძლო განვითარების შესახებ ტექსტისეული მინიშნებებით





სვამს ფაქტობრივ და სააზროვნო შეკითხვებს, სცემს სავარაუდო პასუხს




გამოკვეთს და განმარტავს მნიშვნელოვან დეტალებს. აჯამებს ეპიზოდის მთავარ სათქმელს.





დანართი 2
კოგნიტური სქემა
  ფაქტობრივი და სააზროვნო კითხვები ეპიზოდის შინაარსთან დაკავშირებით
 ვარაუდები მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ
ეპიზოდის შეჯამება




ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: თამარ კობზონაძე
                                                                                                       2019 . 30.04


Комментариев нет:

Отправить комментарий