სამოდელო გაკვეთილები

სამოდელო  გაკვეთილის გეგმა
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: თამარ კობზონაძე
სწავლების საფეხური / კლასი:  საბაზო / IX
მოსწავლეთა პროფილი:  2 მოსწავლე (კლასში არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე)
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენცია - მედიაწიგნიერება
კითხვის უნარი--პრობლემების მოგვარების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის უნარი;
წერის უნარი--გადაწყვეტილებების მიღებისა და ინფორმაციის დამუშავების უნარი. 
თემა:  მოსე ზამთარაძის ნაამბობი - ნაწყვეტი ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან „დათა თუთშხია"  (პერსონაჟების შედარება-შეპირისპირება)
მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
  ა) ამოიცნოს და განსაზღვროს ნაწარმოების კონცეპტუალური იდეა, ავტორისეული პოზიცია.
  ბ) სწორად ჩამოაყალიბოს ნაწარმოებში გადმოცემული პრობლემა; შეძლოს განზოგადება, რეალურ ცხოვრებაში   მსგავსი პრობლემის იდენტიფიკაცია.
  გ) შეძლოს ორი განსხვავებული ხედვისა და ხასიათების მქონე პერსონაჟის შედარება-შეპირისპირება;
  დ) მესამე პირის ირიბი ობიექტის ნიშნების გამეორება და ტექსტში ენობრივი შეცდომების გასწორება.

მედიაწიგნიერების მიზნები:
სიტყვების ძალის გაცნობიერება, მედიაპროდუქტში
გამოყენებული ვიზუალური ხატების აუდიტორიაზე
ზეგავლენის შეფასება.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ. IX. 1.  მოსწავლეს  შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს და სხვადასხვა ფაქტობრივ მონაცემებს ტექსტიდან.

ქართ. IX. 6.   მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცვეელი მხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ქართ. IX. 8.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება

ჩატარების თარიღი: 30 მაისი, 2018 წელი

დრო: 45 წუთი






#
აქტივობა
მეთოდი
კლასის
ორგანიზების
ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1.














საორგანიზაციო საკითხები
გაკვეთილის მიზნების გაცნობა_
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს:
ა) ნაწარმოების კონცეპტუალური        (მთავარი) იდეის განსაზღვრა
ბ) ნაწარმოებში გადმოცემული პრობლემის სწორად ჩამოყალიბება რეალურ ცხოვრებაში   მსგავსი პრობლემის იდენტიფიკაცია.
გ) ორი განსხვავებული ხედვისა და ხასიათების მქონე პერსონაჟის შედარება-შეპირისპირება;
დ) მესამე პირის ირიბი ობიექტის ნიშნების გამეორება და ტექსტში ენობრივი შეცდომების გასწორება.



საერთო საკლასო



PowerPoint-ის პრეზენტაცია





             
2 წთ.





სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინების განსაზღვრა







2.

საშინაო დავალების შემოწმება „არქიფოს საბრძანებელი“ მოსწავლეები კითხულობენ წერით დავალებებს, ვაძლევ განმავითარებელ კომენტარს

ინდივიდუალური
საშინაო დავალების რვეული
2წთ.
წინარე ცოდნის გააქტიურება
3.























































4.











მოსწავლეებს ვესაუბრები მოსე ზამთარაძის ნაამბობზე,ყურადღებას ვამახვილებ, ვის შეიძლება ეწოდოს უკვდავი პერსონაჟი . ვავლებ ისტორიულ პარალელებს. განვუმარტავ ტოტალიტარული სახელმწიფოს რეჟიმისა  და დემაგოგიის დამღუპველ გავლენას ხალხთა თავისუფალ ნებაზე. მათ უკვე წაკითხული აქვთ ტექსტის მოცემული მონაკვეთი და პასუხობენ ჩემს დასმულ შეკითხვებს:
1.      სად ხდება ტექსტში აღწერილი მოქმედება , როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია მწერალმა მოქმედების ადგილად დანარჩენი სამყაროსაგან მოწყვეტილი საირმის ტყე?
2.      ვინ არის ამბის მთხრობელი, ანუ ვისი თვალითაა დანახული საირმის ტყეში მომხდარი ამბავი, რისთვის დასჭირდა ავტორს თხრობაში „უცხო კაცების“ჩართვა?
3.      რა ხერხებით მართავს სეთური თავის საბრძანებელს? (გაიხსენეთ სპირიდონა სულანჯიას დასჯის ეპიზოდი) რა ფუნქციას ასრულებენ თაბაგარი და ასინეთა მასში?(ასინეთას ენის მისატანად გაგზავნისა და თაბაგარის მიერ ლოცვების შესრულების ეპიზოდები)
4.      ტოტალიტარული სახელმწიფოს რა ნიშნები ახასიათებს არქიფო სეთურის მიერ შექმნილ დასახლებას?
5.      რას წარმოადგენს არქიფოსეული „იმედის ტექნოლოგია“
6.      გაიხსენეთ აბრაგებზე   ბავშვების თავდასხმის მონაკვეთი.რაზე მეტყველებს გოგო-ბიჭების საქციელი?
7.      სეთური თავის მოქმედებას
მინი-ლექცია

კითხვა-პასუხი



















































გონებრივი იერიში
საერთო საკლასო






















































საერთო საკლასო
























































დაფა ცარცი
5წთ.























































2 წთ.
არსებული ცოდნის გააქტიურება, ინფორმაციის შეჯერება და დასკვნების გამოტანა
ადამიანებზე კეთილდღეობისათვის ზრუნვით ხსნის, სინამდვილეში რა მიზანი ამოძრავებს?
8.      იყო თუ არა თავიდანვე დამარცხებისთვის განწირული დათა თუთაშხიას  მცდელობა, რომ თვალი აეხილა ხალხისათვის?
შეკითხვებზე დაყრდნობით ვთხოვ გამოკვეთონ საირმის ტყის საზოგადოების სამი მახასიათებელი, რომელიც, სავარაუდოდ, ასეთ სახეს მიიღებს: ვწერ დაფაზე, მოსწავლეებს ვთხოვ ახსნან თავიანთი აზრი.განვმარტავთ ლექსიკონში მოცემულ სიტყვებს


5.
ამის შემდეგ ვაჩვენებ ნაწყვეტებს ფილმიდან
არქიფო სეთური - ნაწყვეტი ფილმიდან ,,დათა თუთაშხია“ - არქიფო სეთურის
ეპიზოდი. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის ვიზუალური ანალოგი.
საირმის ტყის საზოგადოება - ნაწყვეტი ფილმიდან ,,დათა თუთაშხია“ - საირმის
ტყის მცხოვრებთა ჩვეულებრივი დღე. ეს ეპიზოდი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორია ადამიანის ბრბოდ გადაქცევის მექანიზმი. როდის ხდება
საზოგადოება მასა. რა არის ტოტალიტარული მართვის ხერხი, რომლითაც
საზოგადება ერთ, მთლიან, უსახურ, უგუნურ ბრბოდ იქცევა. რა დანიშნულება
          აქვს შეძახილებს ,,პოლიქრონიონ“.


კომპიუტერი
პროექტორი
მედიარესურსი
8წთ.
ამ
მონაკვეთის ჩვენებით მოსწავლეები უკეთ იაზრებენ არქიფოს სახეს. აკვირდებიან
ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას. უკვირდებიან დიალოგებს, გამოაქვთ დასკვნები.
არქიფო სეთურის მმართველობისა და არსებობის ფილოსოფიის გაგებისთვის
ამ ეპიზოდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

6.

პერსონაჟების შედარება-შეპირისპირების ხერხების გაცნობა.

ვუბიძგებ  ბავშვებს, რომ გამოიცნონ, რა ხერხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება პერსონაჟების დასახასიათებლად. მათი პასუხების მოსმენის შემდეგ გავაცნობ სლაიდს,  რომელზეც მოცემულია ინფორმაცია, რომ ლიტერატურული გმირების შედარება -შეპირისპირებისათვის დავადგენთ და წარმოვაჩენთ
            მათ პიროვნულ იდენტობას                             (ვინაობა,პროფესია, მათი როლი აღწერილ ისტორიაში)
          მათ მნიშვნელოვან ქმედებას, (რატომ, რა მოტივით იქცევა იგი ასე, მისი ხასიათის რომელი თვისება იკვეთება აქედან)
          მნიშვნელოვან გამონათქვამებს,( რაზე მეტყველებს მათი დამოკიდებულება ერთმანეთის ან სხვა პერსონაჟების მიმართ)
          თუ იკვეთება ავტორის დამოკიდებულება და როგორია იგი.
          რომელი პიროვნული თვისებების  მქონე არიან ეს პერსონაჟები?

ინტერაქტიური
ლექცია
საერთო საკლასო
PowerPoint-ის პრეზენტაცია

3წთ.
წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება, ახალი მასალის მიწოდება
7.
მაგალითისათვის განვიხილავთ მე-11 სლაიდში მოცემულ ტექსტებს
კითხვა-პასუხი

ინდივიდუალური


PowerPoint-ის პრეზენტაცია
2წთ.
ახალი მასალის მიწოდება,დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანა
8.
წყვილებად მუშაობის წესების შეხსენება
თითოეული  წევრის შეფასების ცხრილის გაცნობა
(შფასების ცხრილი გეგმას თან ერთვის)

საერთო საკლასო






PowerPoint-ის პრეზენტაცია
1წთ
.

9.
სავარჯიშო_ პერსონაჟზე დაკვირვება და დასკვნის გამოტანა (სარეზერვო აქტივობა)
დათა თუთაშხიასა და არქიფო სეთურის სიტყვებიდან დასკვნების გამოტანა.
მოსწავლეებს ვაძლევ ბარათს შემდეგი ცხრილით:
ვაძლევ მითითებას, დაძებნონ „მოსე ზამთარაძის ნაამბობში“ დათა თუთაშხიასა და არქიფო სეთურის სიტყვები, გადაიტანონ მოცემულ ცხრილში და გააკეთონ დასკვნები




ცხრილის შევსება
წყვილებში
ბარათი
მარკერი
4წთ.
არსებული ცოდნისა და ახალი ინფორმაციის შეჯერება.გამოწვევის ფაზაზე" გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება.
10.
პერსონაჟების შედარება-შეპირისპირების სქემის შევსება.

ვაჩვენებ მე-12 სლაიდს, მის მიხედვით ავსებენ პერსონაჟების შედარება-შეპირისპირების სქემას

კოგნიტური სქემა
წყვილებში
ფლიპჩარტი, მარკერი
6წთ.
არსებული ცოდნისა და ახალი ინფორმაციის შეჯერება.
11.
ზმნის მესამე პირის ირიბობიექტური პირების მართლწერა
ტექსტში დაშვებული შეცდომების განხილვისას გაიხსენებენ მესამე ირიბი ობიექტური პირების მართლწერის წესებს, იმ შემთხვევაში,თუ ვერ გაიხსენეს, ვაჩვენებ მე-15 და 16 სლაიდებს


საერთო საკლასო

PowerPoint-ის პრეზენტაცია
4წთ.
არსებული ცოდნის განახლება-განმტკიცება
12
სარეზერვო აქტივობა:
სავარჯიშო_გავასწოროთ შეცდომები
არსებული ცოდნის გამთლიანების მიზნით მოსწავლეებს ვთავაზობ დავალებას, რომელსაც ასრულებენ ინდივიდუალურად.
#15  სლაიდი

დავალებები
ინდივიდუალური
ბარათები
3წთ.
არსებული და ახლად მიღებული ცოდნის გამთლიანება
13

ურთიერთშეფასება და თვითშეფასება
ბავშვები  აფასებენ ერთმანეთს ზეპირი კომენტარებით, რომელის მუშაობა მოეწონათ განსაკუთრებით  და რატომ.
თვითშეფასების კითხვარების შევსება_
 მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარს, რომელიც გეგმას თან ერთვის.

ინდივიდუალური

1წთ.


14
საშინაო დავალება(არჩევით)_
1)      დავწეროთ არქიფო სეთურის დახასიათება
2)      დავწეროთ დათა თუთაშხიას დახასიათება
3)      დავწეროთ არქიფო სეთურისა და დათა თუთაშხიას შედარებითი დახასიათება





1წთ.

15.
ჯგუფის წევრების მუშაობის შეფასება_
(შეფასების რუბრიკა გეგმას თან ერთვის.)



1წთ.

16.
მასწავლებლის თვითშეფასება_
(თვითშეფასების რუბრიკა გეგმას თან ერთვის.)








გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         მოსწავლე განიხილავს ნაწარმოებს ისტორიულ და ლიტერატურულ ჭრილში;
ბ) ადარებს და უპირისპირებს ერთმანეთს ორი განსხვავებული ხედვისა და ხასიათების მქონე პერსონაჟს;
გ) იხსენებს მესამე პირის ირიბი ობიექტის ნიშნებს და ასწორებს ტექსტში ენობრივ შეცდომებს;
დ) ისმ და აუდიტორიის წინაშე წარადგენსხვადასხვა  თვალსაზრისს პრობლემურ საკითხზე
ე) იყენებს ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნას.
·          













შეფასების ტიპები:განმავითარებელი/განმსაზღვრელი

                                     



  თვითშეფასება:
 ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
კი
არა
აქტიურად ვიყავი ჩართული მუშაობაში
ვიცავდი წყვილებში მუშაობის წესებს
ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი
ჩემი პრეზენტაცია იყო ორიგინალური და შეესაბამებოდა მოთხოვნას
ვიცავდი  კითხვის სტრატეგიებს
ვიცავდი  დროის ლიმიტ





Комментариев нет:

Отправить комментарий